ნიკა ამაშუკელი 2020 წლის საუკეთესო ქართველ მსაჯად დასახელდა

ნიკა ამაშუკელი 2020 წლის საუკეთესო ქართველ მსაჯად დასახელდა

ფოტო: ნიკა ამაშუკელი პრო 14-ში "მანსტერი" - "საუზერნ კინგისის" მატჩზე მსაჯობისას

საქართველოს რაგბის კავშირმა 2020 წლის საუკეთესო ქართველ მსაჯად ნიკა ამაშუკელი დაასახელა. 

"წელს ამაშუკელმა პირველად იმსაჯა (გვერდითი) ტიერ1-ის გუნდების მატჩი (შემოდგომის ერთა თასზე, შოტლანდია - საფრანგეთი უეინ ბარნსთან ერთად); 

წლის განმავლობაში წარუძღვა ჩელენჯ ქაფის ოთხ მაღალი დონის შეხვედრას; წლის დასაწყისში იმსაჯა U20 ექვსი ერის ორი თამაში. 


ეს ტრადიცია გრძლდება და თებერვალში ნიკა შოტლანდიისა და უელსის მატჩს განსჯის; ჰქონდა დებიუტი პრო 14-ში", - ვკითხულობთ რაგბის კავშირის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნიკა ამაშუკელი წლის საუკეთესო ქართველ მსაჯად ზედიზედ მესამედ, სულ კი მეშვიდედ დასახელდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)