ტულუზმა ბორდო ბონუსით დაამარცხა, ქართველებმა მეორე ტაიმში ითამაშეს (+VIDEO)

ტულუზმა ბორდო ბონუსით დაამარცხა, ქართველებმა მეორე ტაიმში ითამაშეს (+VIDEO)

ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "ბორდოს" დაუხვდა და ბონუსით 45:23 სძლია.

მასპინძლებმა ხუთი ლელოს დადება მოახერხეს, საპასუხოდ კი ორი ლელო მიიღეს. "ტულუზიდან" ლელოები იოან უჟემ, სელევასიო ტოლოფუამ, ანტუან დუპონმა, მატის ლებელმა და მაქსიმ მედარმა დადეს, ხოლო "ბორდოდან" თავის გამოჩენა იორამ მოეფანამ და ტიერი პაივამ შეძლეს.

ჟირონდელთა რიგებში ქართველი ბურჯები ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე თადარიგში იყვნენ. ისინი მინდორზე 67-ე წუთზე გამოჩნდნენ.

"ტულუზი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "ბორდო" 24 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)