გოგიჩაშვილის და ხარაიშვილის რასინგ 92-მა აუტსაიდერი აჟენი დიდი ანგარიშით დაამარცხა (+VIDEO)

გოგიჩაშვილის და ხარაიშვილის რასინგ 92-მა აუტსაიდერი აჟენი დიდი ანგარიშით დაამარცხა (+VIDEO)

© John Berry

ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურში "რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" უიმედო აუტსაიდერს "აჟენს" დაუხვდა და ბონუს ქულით 45:10 დაამარცხა.

პარიზელებმა მეტოქეს ექვსი გარდასახული ლელო დაუდეს, თავად კი მხოლოდ ერთი მიიღეს. "რასინგ 92"-ის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც მინდორზე ერთი საათი გაატარა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გია ხარაიშვილი თადარიგში გახლდათ და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.

"რასინგ 92" 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლა როშელს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თანაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "აჟენს" კი ყველა მატჩი წაგებული აქვს, უიმედო აუტსაიდერია და მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)