14-კაციანმა ლა როშელმა ქართველების მონპელიე დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა (+VIDEO)

14-კაციანმა ლა როშელმა ქართველების მონპელიე დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა (+VIDEO)

ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურში "ლა როშელი" საკუთარ კედლებში "მონპელიეს" დაუხვდა და 22:9 იმარჯვა.

მასპინძლებს მე-16 წუთზე უილ სკელტონი წითელი ბარათით გაუძევეს, რომელმაც პოლ უილემსეს სახეში მხარი ჩაარტყა. შესაბამისად, "ლა როშელს" ერთ საათზე მეტი 14 კაცით მოუწია თამაში. "მონპელიემ" ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში ისაია ვესტმა სამი ჯარიმა გაიტანა, ენტონი ბუტიემ კი ორი და "ლა როშელმა" საწყის 40 წუთში 9:6 იმარჯვა.

მეორე ნახევარში თამაში "ლა როშელმა" განაახლა, მოედნის ცენტრიდან დაკიდებული ბურთი ჯერ ვინსენ რატეზმა, შემდეგ კი ენტონი ბუტიემ ვერ აიღო, რომელმაც უნებურად საკუთარ ლელოში შეაგდო ბურთი, იქ კი მასპინძელთა რვა ნომერი კევინ გურდონი გაჩნდა და ბურთის დამიწება მოახერხა, ვესტმა გარდასახვა იოლად გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ორი ჯარიმა, ხოლო სტუმრებმა მხოლოდ 3 ქულის აღება შეძლეს და მიმდინარე სეზონში მეექვსე მარცხი განიცადეს. 

"მონპელიეს" რიგებში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მინდორზე 60 წუთი გაატარა. სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.

"ლა როშელს" 39 ქულა აქვს და ტოპ 14-ს ლიდერობს, თუმცა "რასინგ 92"-ს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება. "მონპელიე" 17 ქულით მე-12 ადგილზეა და "კასტრს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, თუმცა ხავიერ გარბახოსას შეგირდებს მხოლოდ 9 მატჩი აქვთ ჩატარებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)