ტულონმა კლერმონი ბონუსით დაამარცხა (+VIDEO)

ტულონმა კლერმონი ბონუსით დაამარცხა (+VIDEO)

ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში "ტულონი" "სტად მაიოლზე" პრინციპულ მეტოქეს "კლერმონს" დაუხვდა და 27:9 აჯობა. 

მატჩის საწყისი 20 წუთი სტუმრების გამოდგა და სებასტიან ბეზიმ სამი ჯარიმის გატანა მოახერხა. შემდგომმა ერთმა საათმა კი განსხვავებულად ჩაიარა, გაბინ ვილიერმა პირველ ტაიმის დარჩენილ დროში ორჯერ დაალელოვა მეტოქე, ლუი კარბონელმა კი ორივე გარდასახვა გაიტანა და ტაიმი 14:9 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ტულონელებს კვაჭი კრისტოფერ ტოლოფუა გაუსინბინეს, თუმცა "კლერმონმა" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და პირიქით, ორი ჯარიმა გაუშვა, ხოლო 58-ე წუთზე ვილიერმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, გარდასახვა კი კარბონელმა კვლავ ზუსტად შეასრულა. 76-ე წუთზე "ტულონი" კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, როდესაც ფულბექი დანკან პაია'აუა გაუსინბინეს, თუმცა "ვულკანებმა" ვერც ამჯერად შეძლეს ქულების მოპოვება და "ტულონმა" ბონუსით იმარჯვა. 

მასპინძელთა რიგებში კვლავ არ უთამაშია ბექა გიგაშვილს, რომელიც 5 დეკემბერს ფიჯისთან მატჩში დაშავდა და კვლავ ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ითამაშა ახალგაზრდა მარჯვენა ბურჯმა ლუკა ჭელიძემ, რომელიც მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.  



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)