ქართველების ბრივმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ქართველების ბრივმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურში "ბრივმა" საკუთარ მოედანზე "ლიონი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 12:8 სძლია. 

ბრიველთაგან ოთხი ჯარიმა ენცო ერვემ შეასრულა ზუსტად, ხოლო სტუმართაგან ლელოს დადება ნოა ნაკაიტასიმ შეძლო, ერთი ჯარიმა კი ლეო ბერდუმ გაიტანა. "ლიონს" ბოლო წუთებზე ლელოს გატანა და მატჩის მოგება შეეძლო, როდესაც მეორეხაზელმა კილიან ჟერასიმ ენცო ერვეს დაუფარა ბურთი, შემდეგ თავადვე მიჰყვა, მაგრამ სისწრაფე არ ეყო და ბურთის კარგად დაუფლება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ალექს მიულერმა რაქში ბურთის ართმევა შეძლო და საკუთარი გუნდი გაშვებული ლელოსგან იხსნა.

"ბრივის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე. ჯაფარიძემ მატჩის დასაწყისში მე-5 წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა ათ წუთში მინდორს დაუბრუნდა და 51-ე წუთამდე ითამაშა. პირველ ტაიმში მცირე დაზიანება მიიღო ვასილ ლობჟანიძემაც, რომელიც 29-ე წუთზე დროებით შეცვალეს, მაგრამ ათ წუთში თამაშის გაგრძელება მოახერხა და მატჩის ბოლომდე ითამაშა. ოთარ გიორგაძემ მინდორზე 54 წუთი გაატარა. 

ქართველების "ბრივმა" ტოპ 14-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)