სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
დღეს დიდი 10-ის "ბ" ჯგუფში მეოთხე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. "არმაზი" შევარდენის ბაზაზე "ყოჩებს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 10:60 დამარცხდა.
სტუმრებმა შვიდი ლელოს და ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს, ხოლო მასპინძლები თითო ლელოს და ჯარიმას დასჯერდნენ. ტაიმი 10:29 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში "ყოჩებმა" უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოო ჯამში 50-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ბენეფისი მოიწყო ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. თითო ლელოს გატანა კი ნიკა ჩხიკვაძემ, ლევან გოგოლაშვილმა, ირაკლი გეგენავამ და იოსებ გუშარაშვილმა მოახერხეს. "არმაზიდან" პრესტიჟის ლელო საბა კურატიშვილმა დადო.
"ყოჩებმა" 21 ქულა დააგროვა და "ბ" ჯგუფში გალიდერდა, თუმცა "აიას" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "არმაზს" 6 ქულა აქვს და გორის "ჯიქთან" ერთად ბოლო საფეხურს იყოფს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.