დიდი 10: ლელო სარასენსმა ვეფხვები მშრალი ანგარიშით დაამარცხა (VIDEO)

დიდი 10: ლელო სარასენსმა ვეფხვები მშრალი ანგარიშით დაამარცხა (VIDEO)

© ანი ბერთლანი

დღეს დიდი 10-ის მეექვსე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლელო სარასენსმა" "ლელო არენაზე" პატარძეულის "ვეფხვები" მიიღო და დიდი ანგარიშით 46:0 იმარჯვა. 

მასპინძლებმა მეტოქეს რვა უპასუხო ლელო დაუდეს, რომელთაგან სამი გარდასახეს. დუბლი გაიფორმა ნიკა ბაგაშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. თითო ლელო კი არჩილ აბესაძემ, აკაკი ტაბუცაძემ, ჯაბა სიხარულიძემ, გიორგი მარგალიტაძემ, საბა ჯღარკავამ და მათე დარძულიძემ მიითვალეს. 

"ლელო სარასენსმა" 16 ქულა დააგროვა და "ა" ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "ვეფხვები" 4 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)