გოჩა მაჭავარიანი: "საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება"

გოჩა მაჭავარიანი: "საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება"

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება და საპრეზიდენტო არჩევნების ყრილობა აღარ გადაიდება - 30 დეკემბერს ჩატარდება.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

"ხვალ ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობის გადადებას ეხებოდა რაგბის კავშირში აღარ გაიმართება და შესაბამისად არჩევნებიც დათქმულ დროს და ადგილას ჩატარდება. იმედია, ყველაფერი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლის, ისე, როგორც ქართულ სარაგბო ოჯახს ეკადრება " - 
განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს საპრეზიდენტო ყრილობის 30 დეკემბერს ჩატარება გადაწყდა, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე, რომელშიც ის არჩევნების გადადებას მოითხოვდა, პარასკევს გამგეობის კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, რომელზეც არჩევნების გადადებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა და კვირისთვის გადაიდო, თუმცა ეს სხდომა აღარ შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კიდევ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არჩევნები 30 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)