მარსელ კუტსია სამშობლოში ბრუნდება

მარსელ კუტსია სამშობლოში ბრუნდება

სამხრეთაფრიკული "ბულზის" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა და დააანონსა, რომ გულშემატკივრებს ორშაბათს დიდ საშობაო საჩუქარს წარუდგენს. სურათში ნათლად ჩანდა, რომ აფრიკულმა ფრენჩაიზმა მარსელ კუტსია გაიფორმა. 

მოგვიანებით კი ირლანდიურმა "ალსტერმა" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პრო 14-ის მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს უპირობო ლიდერი მარსელ კუტსია დატოვებს და "ბულზში" გადაბარგდება. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 წლის მორაგბეს ძლიერი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნების და კლუბი მისი დაკარგვით დიდად იმედგაცრუებულია. 

შეგახსენებთ, რომ "ბულზს" ჯეკ ვაითი ხელმძღვანელობს და კუბს დიდი გეგმები აქვს. მომავალი სეზონიდან კი ის ოთხიდან ერთ-ერთი სამხრეთაფრიკული კლუბი იქნება, რომელიც პრო 14-ს შეუერთდება. კუტსია "ალსტერში" 2016 წლიდან ირიცხება, მძიმე ტრავმების სერიიდან დაბრუნების შემდეგ კი კლუბის უპირობო ლიდერად იქცა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)