სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იაპონიის ნაკრებმა შოტლანდია 28:21 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში, აგრეთვე გახდა პირველი აზიური გუნდი, რომელმაც აღნიშნული შედეგი დააფიქსირა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა.
"თუ სტადიონზე მიმოვიხედავთ დავინახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, როგორც ქვეყნისთვის ისე გუნდისთვის. თამაშამდე ვისაუბრეთ და ტაიფუნის გამო დაღუპულმა ადამიანებმა დღეს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა. გვინდოდა რომ ეს მატჩი ჩატარებულიყო. მსოფლიო თასისთვის კარგად მოვემზადეთ, ყოველ კვირა მაქსიმუმს ვაკეთებთ და დღეს კიდევ ერთი კარგი დღე გვქონდა. შოტლანდიელებმა ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ჩვენი მორაგბეები როგორც გამოცდილები, ისე გამოუცდელები 150%-ით დაიხარჯნენ და ამის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვება.
სამწვრთნელო შტაბმა უდიდესი სამუშაოები გასწია, ჩემს უკან ძალიან კარგი მწვრთნელები დგანან, მაგალითად ტონი ბრაუნი, რომელთან ერთადაც წლებია ვმუშაობ და ნამდვილად განსაკუთრებული მწვრთნელია. მორაგბეებმა დღეს დიდი რწმენით ითამაშეს და დიდი წნეხის მიუხედავად დავალებები კარგად შეასრულეს. გამოვარჩევდი აგრეთვე დაცვის მწვრთნელსა და შერკინების მწვრთნელს, რომლებმაც ბრწყინვალედ იმუშავეს.
ვფიქრობ სარაგბო სამყაროს აქამდეც პატივს გვცემდა, თუმცა რთულ მომენტებში იაპონიას თავისი თავის რწმენა აკლდახოლმე, ბოლო 4 ტესტ მატჩში ბიჭებმა დაინახეს თუ რა შეუძლიათ და ჩვენი თავის რწმენა აშკარად გაიზარდა" - განაცხადა ჯოზეფმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.