დიდი ცვლილებები ფრანგულ რაგბიში? - ტოპ 14-ში გუნდების რაოდენობის შემცირება სურთ

დიდი ცვლილებები ფრანგულ რაგბიში? - ტოპ 14-ში გუნდების რაოდენობის შემცირება სურთ

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოპ 14-ში, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დიდი ცვლილებები მოხდეს და გუნდების რაოდენობა შემცირდეს.

2004 წლამდე საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 16 გუნდი ასპარეზობდა, რომელიც 14-მდე შემცირდა. 16 წლის შემდეგ, ტოპ 14-ის ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტს სურს, რომ ელიტაში მონაწილე გუნდების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს და მათი რაოდენობა 12 გახდეს. გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს საკითხი აქტიურად განიხილება, თუმცა ერთსულოვანი კონსესუსი ჯერჯერობით არ არსებობს და მხოლოდ რამდენიმე კლუბის პრეზიდენტია მომხრე.

ფრანგულის პრესის ცნობით, 12-გუნდიანი ჩემპიონატის ფორმატს განიხილავენ: "სტად ფრანსეს", "ბორდოს", "კლერმონის", "ტულუზის" და "ლა როშელის" გენერალური მენეჯერები და პრეზიდენტები. თუმცა, ამ იდეას სერიოზული მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. პირველ რიგში კი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი პოლ გოზე, რომელიც მიიჩნევს, რომელიც თორმეტ ან თუნდაც ათ გუნდამდე შემცირება თამაშის ხარისხს მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის და ამის საჭიროა რვა გუნდამდე შემცირება, რაც მისთვის მიუღებელია, რადგან ასე პატარა კლუბები დაიჩაგრებიან. 

გუნდების რაოდენობის შემცირების წინააღმდეგია "რასინგ 92"-ის პრეზიდენტი ჟაკ ლორენზეტი, რომლისთვისაც ელიტაში გუნდების შემცირება კატაგორიულად მიუღებელია და პირიქით, ფიქრობს, რომ გუნდების რაოდენობა 16-მდე უნდა გაიზარდოს. 

როგორც ხედავთ, არსებობს საკითხისადმი განსხვავებული მოსაზრებები, ამიტომაც ახლო მომავალში ეს ცვლილებები არ უნდა ვივარაუდოთ, თუმცა ფაქტია, რომ ეს იდეის დონეზე უკვე არსებობს და ტოპ 14-ის გარდა, ფიქრობენ პრო დ2-ის ფორმატის შეცვლაზე. კერძოდ კი, "ბორდოს" ხელმძღვანელი ლორან მარტი მიიჩნევს, იმ შემთხვევაში, თუ ტოპ 14-ში კლუბების რაოდენობა შემცირდება, მაშინ პრო დ2-ის გაფართოვება უნდა მოხდეს და გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდოს. კონკრეტულად კი, უნდა მოხდეს 12-12 გუნდის ორ ჯგუფად დაყოფა. მარტი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმატის შემთხვევაში, ადგილობრივი სპონსორების უფრო მეტად დაინტერესება მოხდება, სატელევიზიო აუდიტორია მეტად იქნება მოცული და ელიტური რაგბისთვის სასარგებლო ნაბიჯი იქნება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)