სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე გაიმართა, რომელშიც ის არჩევნების გადადებას მოითხოვდა.
როგორც დანარჩენი კანდიდატები ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე აცხადებდენ, სხდომის ჩანიშვნა ჩუმად მოხდა და გამგეობას არჩევნების გადადება სურდა, რაც მხოლოდ მესამე კანდიდატს ბაჩო ხურციძეს უნდოდა, ხოლო მათთვის არჩევნების გადადება, რომელიც ისედაც თითქმის ერთი წელია გადაიდო, კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც კლუბების და მორაგბეების დიდი ნაწილისთვის.
გამგეობის სხდომა 14 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის დაგვიანებით დაიწყო. თავდაპირველად, არ უშვებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს, ხოლო ბაჩო ხურციძე ადგილზე არ მისულა. "ლელო სარასენსის" ბაზის შესასვლელთან პატრული იყომობილიზებული და გამგეობაზე დასწრების უფლება ჟურნალისტებსაც არ მისცეს, ხოლო აბუსერიძეს და სვანიძეს შესვლის საშუალება რამდენიმე წუთის შემდეგ მიეცათ.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება კვლავ ვერ იქნა მიღებული და ჩაინიშნა კიდევ ერთი სხდომა, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. გამგეობის მომდევნო სხდომა, რომელშიც საბოლოოდ გაირკვევა ჩატარდება თუ არა 30 დეკემბერს უსაშველოდ გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები, კვირას 27 დეკემბერს 13 საათზე გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.