სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე ჩაინიშნა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩანიშნული არჩევნების გადადებას მოითხოვს.
როგორც ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე აცხადებენ, სხდომის ჩანიშვნა ჩუმად მოხდა და გამგეობას არჩევნების გადადება სურს, რაც მხოლოდ მესამე კანდიდატს ბაჩო ხურციძეს სურს, ხოლო მათთვის არჩევნების გადადება, რომელიც ისედაც თითქმის ერთი წელია გადაიდო, კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც კლუბების და მორაგბეების დიდი ნაწილისთვის.
გამგეობის სხდომა 14 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის დაგვიანებით დაიწყო. თავდაპირველად, არ უშვებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს, ხოლო ბაჩო ხურციძე ადგილზე არ მისულა. "ლელო სარასენსის" ბაზის შესასვლელთან პატრულია მობილიზებული და გამგეობაზე დასწრების უფლება ჟურნალისტებსაც არ მისცეს.
გოჩა სვანიძის თქმით, არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მისი გადადება მხოლოდ იმას აწყობს, ვინც პირადი ინტერესებით მოქმედებს.
"სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი და წესრიგი უნდა დამყარდეს აქ. არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს. ვის აწყობს ჩაშლა? ვისაც არ უნდა განვითარება, ვისაც სჭირდება გარანტია მოგებისთვის. როდესაც ჩვენ დღეს სახლიდან გარეთ გამოვდივართ, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ უკან დავბრუნდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაბიჯებს ვდგამთ.
ბაჩო ხურციძე აგებს როგორც ჩანს არჩევნებს და მას უნდა გადადება. და რატომ თამაშობენ მის ჭკუაზე სხვები მე ვერ გავიგე. გახსოვთ, რომ გამგეობის თავმჯდომარეც ვიყავი, პრეზიდენტიც ვიყავი და ასე არასდროს გამომიყენებია რაღაც ბერკეტები მანიპულირებისთვის.
სია გადმოგვცეს და სიაში არ ხართო. ხომ მაგარია, არა? მივალ ვესვრი, ვეჩხუბები თუ რა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ. გარედან მოისმენენ სიმართლეს, ცოცხებით გავყრი მაგათ ვინც არიან მანდ", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.