გლოსტერმა რაფავა-რასკინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

გლოსტერმა რაფავა-რასკინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

"გლოსტერმა" 28 წლის მარცხენა ბურჯის ვალ (ვატო) რაფავა-რასკინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. განცხადებაში მითითებული არაა, თუ რამდენ წელს მოიცავს ახალი ხელშეკრულება, რაც პრემიერშიპის კლუბებისთვის დამახასიათებელია. 

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვალი "გლოსტერის" ახალ შეთავაზებას დათანხმდა. ის ამ კლუბის მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება და მისი შერკინებაში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი წლების განმავლობაში", - განაცხადა "გლოსტერის" მთავარმა საოპერაციო დირექტორმა ალექს ბრაუნმა. 

როგორც იცით, რაფავა-რასკინი საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბის გია რაფავას (13 კეპი) ვაჟია. 28 წლის პირველხაზელი საქართველოშია დაბადებული, თუმცა მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც სამშობლო დატოვა და ინგლისშია გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მას 2011 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, თუმცა ამჟამად ინგლისის სახელით ასპარეზობს და ინგლისის ნაკრების 2019 წლის მსოფლიო თასის გაფართოებულ შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ჯერჯერობით ნაკრებში არ უთამაშია. 

ვალ (ვატო) რაფავა-რასკინი "გლოსტერში" 2017 წელს "ვუსტერ უორიორსიდან" გადავიდა და "ალუბლისფერების და თეთრების" რიგებში ჩატარებულ 53 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა. გარდა ამისა, მას უთამაშია "სარასენსში", ფრანგულ "ტულონში" და სამხრეთაფრიკულ "ვესტერნ პროვინსში".  

შეგახსენებთ, რომ "გლოსტერში" კარიერას განაგრძობს გიორგი კვესელაძე, რომელმაც ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი წინა კვირაში გააფორმა.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)