ოფიციალურად: დავით ქუბრიაშვილმა პერპინიანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: დავით ქუბრიაშვილმა პერპინიანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მარჯვენა ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა, "პერპინიანთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

34 წლის პირველხაზელი "სტად ემ ჟირალზე" 2022 წლის ივნისამდე დარჩება. 

შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილი "პერპინიანს" ოქტომბრის დასაწყისში შეუერთდა, მას შემდეგ 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 ლელო გაიტანა. 

ქუბრიაშვილი საფრანგეთში მეთოთხმეტე სეზონია თამაშობს. ის აქამდე "მონპელიეს", "ტულონის", "სტად ფრანსეს" და "გრენობლის" ღირსებას იცავდა: ტოპ 14-ში 188 მატჩი აქვს ჩატარებული, 27-27 ჩელენჯ თასზე და პრო დ2-ში, ხოლო 21 - ჩემპიონთა თასზე. "დუდუს" საქართველოს ნაკრების რიგებში 48 კეპი აქვს მოხვეჭილი და 2 ლელოს გატანა მოახერხა. მას 2011 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია, გახლდათ 2015 წლის მსოფლიო თასის განაცხადშიც, თუმცა ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)