სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ ტოპ 14-ის ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "კასტრი" საკუთარ კედლებში "ბრივს" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით 24:25 დამარცხდა.
ვიხილეთ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი. პირველ ნახევარში "კასტრი" დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდო, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი ჯარიმა გაუშვა და ტაიმი 21:6 იმარჯვა.
მეორე ნახევარში კი "ბრივი" გამოცოცხლდა, მასპინძლებმა კი ძალიან ცუდად ითამაშეს და აქტივს მხოლოდ 3 ქულა შემატეს. სტუმართაგან ტომა ლარანჟერამ ოთხი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 68-ე წუთზე სტიუარტ ოლდინგის შესანიშნავი გარღვევა და გადაცემა, ალექს მიულერის ლელოთი დასრულდა, რომელიც ასევე ლარანჟერამ გარდასახა. გადამწყვეტი ჯარიმა ლარანჟერამ 75-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გაიტანა - "ბრივის" შერკინებამ, კონკრეტულად კი ლუკა ჯაფარიძემ ბრწყინვალედ ითამაშა, გერმანელი ვიზავი იულიუს ნოშტადტი დაჯაბნა და "კასტრი" საკუთარ შერკინებაში დაჯარიმდა. ჯაფარიძის კარგი თამაში კი ლარანჟერამ დააფასა, რთული პოზიციიდან გაიტანა და "ბრივს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ლუკა ჯაფარიძე მოედანზე 42-ე წუთზე სოსო ბეკოშვილის ნაცვლად გამოჩნდა, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მინდორზე 61 წუთი გაატარა.
"ბრივს" 11 მატჩის შემდეგ 18 ქულა აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.