იტალიამ ნოემბრის ტესტებზე სამი მატჩი დაადასტურა - ორი გრანდის და ერთი მზარდი გუნდის წინააღმდეგ

იტალიამ ნოემბრის ტესტებზე სამი მატჩი დაადასტურა - ორი გრანდის და ერთი მზარდი გუნდის წინააღმდეგ

იტალიის ნაკრების 2021 წლის ნოემბრის ტესტების განრიგი ცნობილია.

"აძური" შემოდგომის ტესტებზე სამ შეხვედრას გამართავს და სამივე შემთხვევაში სამხრეთული გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ისინი ორ შემთხვევაში გრანდებს ეთამაშიან, ხოლო ერთ მატჩს მზარდი გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

ფრანკო სმიტის შეგირდები 6 ნოემბერს ახალ ზელანდიას უმასპინძლებენ, 13-ში არგენტინას მიიღებენ, ხოლო 20-ში ურუგვაის დაუხვდებიან. მატჩების ზუსტი ადგილმდებარეობა მოგვიანებით გაირკვევა.

აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე 3 და 10 ივლისს გასვლაზე ახალ ზელანდიას ორჯერ ეთამაშება. შესაბამისად, ისინი 2021 წელს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)