სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულმა მესამეხაზელმა ჯერომ კაინომ, რომელიც ამჟამად ფრანგულ "ტულუზში" თამაშობს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ხანგრძლივ სარაგბო კარიერას დაასრულებს.
37 წლის მორაგბემ ამის შესახებ ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება. ყველა მორაგბე რომელიც კარიერას ასრულებს ამის თქმის ჩვეულება აქვს: იცი როდის არის სწორი დრო კარიერის დასასრულებლად. იმის მიუხედავად, რომ რაგბის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ, ვგრძნობ, რომ ასაკი მემატება და ვერ გავახალგაზრდავდები. მოდიან ახალი მორაგბეები, რომლებიც ამ თაობას შეცვლიან. მე მზად ვარ ბუცების ლურსმანზე ჩამოსაკიდად" - ამბობს კაინო.
ჯერომ კაინოს "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 2004-2017 წლებში თამაშობდა, სადაც 83 შეხვედრაში 13 ლელოს დადება მოახერხა. სხვა ტიტულებთან ერთად მან ორჯერ მოახერხა მსოფლიო თასის მოგება. ფრანგულ "ტულუზში" ის 2018 წლიდან ასპარეზობს და 2019 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.