სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Sportsfile
ცოტა ხნის წინ ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი კარიერას ინგლისურ "უოსპში" განაგრძობს.
ჩვენთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა დადასტურდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას შედგა და როგორც ჩვენ ვიცით, წარმატებით დასრულდა.
როგორც იცით, გასულ კვირას გიორგი კვესელაძის "გლოსტერში" ტრანსფერი დადასტურდა და თუ ჯაიანის ტრანსფერიც ოფიციალურ სახეს მიიღებს, მაშინ პრემიერშიპში მეოთხე ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. როგორც იცით, იმავე "უოსპსში" ასპარეზობს ზურაბ ჟვანია, ხოლო შალვა მამუკაშვილი "ლესტერ ტაიგერსის" ღირსებას იცავს.
22 წლის ჯაიანმა საქართველოს ნაკრებში 6 კეპი მოხვეჭა მოასწრო. მას დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემოდგომის ერთა თასზე 4-ჯერ ითამაშა, საიდანაც 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ლაშასთვის ინგლისში ასპარეზობა უცხო არ გახლავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში ექსეტერის უნივერსიტეტში თამაშობდა, ზაფხულში კი სამშობლოში დაბრუნდა და მარნეულის "არმაზს" შეუერთდა, თუმცა სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე მას დიდ 10-ში არ უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.