მონპელიე ავსტრალიის ნაკრების კვაჭს გაიფორმებს

მონპელიე ავსტრალიის ნაკრების კვაჭს გაიფორმებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "მონპელიე" სამხრეთაფრიკელი ვეტერანი კვაჭი ბისმარკ დუ პლესის წასვლით გამოწვეული სიცარიელის შევსებას, ავსტრალიის ნაკრების მორაგბე ბრენდონ პენგა-ამოსას შეძენით შეეცდება. 

Midi Olympique-ს ცნობით, მილიარდერი ბიზნესმენის კლუბმა უკვე აწარმოა "ვოლაბების" კვაჭთან მოლაპარაკება და ის "მონპელიესთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

24 წლის პენგა-ამოსას ავსტრალიის ნაკრების რიგებში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და "რედსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება ბისმარკ დუ პლესის, ვეტერანი სამხრეთაფრიკელი 37 წლისაა და დიდი ალბათობით ის მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)