ბრისტოლმა არგენტინის ნაკრების ბურჯი დაიმატა

ბრისტოლმა არგენტინის ნაკრების ბურჯი დაიმატა

არგენტინის ნაკრების და "ხაგუარესის"  ბურჯი ტეტას ნაუელ ჩაპარო კარიერას "ბრისტოლ ბეარსში" განაგრძობს.

"დათვების" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 31 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბს იანვარში შეუერთდება და "ეშტონ გეითზე" 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. 

"მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ნაუელისნაირი კვალიფიციური და გამოცდილი მოთამაშის დამატება ახალი წლისთვის პირველ ხაზში ჩვენი სიღრმის კიდევ უფრო გასაზრდელად. 

2021 წლის 6 ერიდან გამომდინარე, შესაძლოა, კაილ სინკლერი 10 კვირის განმავლობაში გამოგვაკლდეს. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სიღრმე და ამ პოზიციის დაფარვა რამდენიმე მოთამაშეს შეეძლოს.

ჩაპაროს თამაშმა რაგბი ჩემპიონშიპზე, რომელშიც არგენტინა მეორე ადგილზე გავიდა, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით, მისმა თამაშმა "ოლ ბლექსთან" მოპოვებულ სახელოვან გამარჯვებაში. ნაუელი თამაშობს შერკინების ორივე მხარეს, რაც ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელი იქნება გუნდისთვის გადატვირთული პერიოდის განმავლობაში", -
განაცხადა "ბრისტოლის" მთავარმა მწვრთნელმა პეტ ლემმა. 

ცნობისთვის, ჩაპაროს არგენტინის ნაკრების კვართით 54 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 2016 წლიდან "ხაგუარესის" ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში 50 მატჩი გამართა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)