ირაკლი აბუსერიძის გუნდის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

ირაკლი აბუსერიძის გუნდის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე, საზოგადოებას საკუთარ გუნდს ოთხშაბათს წარუდგენს. 

"ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, გაიმართება ირაკლი აბუსერიძის და მისი გუნდის ლაივ პრეზენტაცია რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით. გუნდი წარადგენს ხედვებს და სამომავლო გეგმებს", - აღნიშნულ ინფორმაციას ირაკლი აბუსერიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატი სამია: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)