აკადემიამ ლიდერების ჯახში იუნკერებს სძლია და ჯგუფში გალიდერდა

აკადემიამ ლიდერების ჯახში იუნკერებს სძლია და ჯგუფში გალიდერდა

დღეს დიდი 10-ის მე-6 ტურის დასკვნით შეხვედრაში ა ჯგუფის ლიდერების ჯახი ვიხილეთ, "აკადემიამ" "იუნკერებს" უმასპინძლა და მეტოქე ბონუს ქულით 36:11 დაამარცხა.

"აკადემიამ" თამაშის ინიციატივა მატჩის დებიუტიდანვე იგდო ხელთ და შეხვედრის ბოლომდე აღარ დაუთმია. ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა მესამე წუთზე ჯარიმით გახსნა, რასაც მასპინძლებმა ჯიმი ღამბაშიძის ლელოთი და მოძღვრიშვილის სამი ჯარიმით უპასუხეს, შედეგად ტაიმი "აკადემიამ" 14:3 მოიგო. 

მეორე ტაიმში აკადემიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კიდევ სამი ლელოს დადება მოახერხეს, თავი გამოიჩინეს რამაზ მაზმიშვილმა, ვანო ბერიკაშვილმა და სოსო მათიაშვილმა, სტუმრებმა გაწითლებულ დროშიღა მოახერხეს პრესტიჟის ლელოს დადება და დევი დევსურაშვილის ლელომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

შედეგად "აკადემიამ" უშუალო კონკურენტზე ბონუს ქულით გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, "იუნკერები" კი 18 ქულით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ფოტო: ლიდერბეთ დიდი 10

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)