სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ჩემპიონთა თასის მეორე ტურის მატჩში "კლერმონი" "სტად მარსელ მიშელინზე" "მანსტერს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში დამარცხდა.
არადა, მასპინძლები მატჩის 25-ე წუთისთვის 19-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ და ოთხი ლელოს დადებისთვის ბონუს-ქულაც ჰქონდათ დაბევებული, მაგრამ დარჩენილმა დრომ აბსოლუტურად განსხვავებულად ჩაიარა, სათამაშო ინიციატივა მთლიანად ირლანდიელების ხელში გადავიდა და მათ ბრწინვალე "ქამბექი" შემოგვთავაზეს. ტაიმის ბოლომდე "მანსტერმა" ერთი ლელო გაქვითა და პირველი ნახევარი 28:16 დასრულდა.
მეორე ტაიმში "კლერმონმა" აქტივს მხოლოდ 3 ქულა შემატა, რომელსაც 56-ე და 68-ე წუთებზე მოთამაშეები გაუსინბინეს, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს. ირლანდიელებმა მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში სამი ჯარიმის გატანა მოახერხეს, ხოლო დასკვნით 10 წუთში ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 31:39 იმარჯვეს.
ამრიგად, "კლერმონს" ერთი ქულა ოთხი ლელოს დადებისთვის ერგო, ხოლო სტუმრებმა ისე იმარჯვეს, რომ ბონუსის აღება ვერ შეძლეს, რადგან მათ 3 ლელოს დადება შეძლეს, დანარჩენი 18 ქულა კი "მანსტერს" ჯეიჯეი ჰენრაჰანმა ჯარიმებით მოუპოვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.