ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ის 2020 წლის საუკეთესო მარჯვენა ბურჯის წოდებისთვის იბრძვის

ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ის 2020 წლის საუკეთესო მარჯვენა ბურჯის წოდებისთვის იბრძვის

ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "რაგბირამა" გამოკითხვას ატარებს, რომლის მიზანია, რომ გულშემატკივრებმა თითოეულ პოზიციაზე ტოპ 14-ის 2020 წლის საუკეთესო მორაგბეები გამოავლინონ.

ამჯერად, ზემოხსენებული გამოცემა გულშემატკივრებს საუკეთესო მარჯვენა ბურჯს ასახელებინებს. აღნიშნული წოდებისთვის იბრძვის საქართველოს ნაკრების და "ტულონის" მორაგბე ბექა გიგაშვილი, რომელთან ერთადაც საუკეთესოთა შორის არიან: სამოას ნაკრების ბურჯი პოლ ალო-ემილი ("სტად ფრანსე") და საფრანგეთის ნაკრების ბურჯები მოჰამედ აუასი ("მონპელიე") და დემბა ბამბა ("ლიონი").

ამ მომენტისთვის (12:40 საათი) გამოკითხვაში მონაწილეობა 1854 ადამიანს აქვს მიღებული. ბექა გიგაშვილი 18%-ით მესამე ადგილს იკავებს. გამოკითხვას ჯერჯერობით მოჰამედ აუასი ლიდერობს (39%), მეორე ადგილზე დემბა ბამბაა (36%), პოლ ალო-ემილი კი 8%-ით ბოლოა.  

ბექა გიგაშვილისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)