სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ლა როშელმა" ესპანეთის ნაკრების 21 წლის გარემარბს მარტინ ალონსო მუნიოსს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
ახალგაზრდა უკანახაზელი "ლა როშელის" ესპუარებს 2019 წელს "კლერმონიდან" შეუერთდა და გასულ სეზონში ესპუარების ჩემპიონატის გარდა, 7-კაცას პირველობაზეც მიიღო მონაწილეობა, ხოლო წლევანდელ სეზონში ძირითად გუნდშიც გამოჩნდა და 5 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა.
ალონსომ ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა და "ლა როშელში" 2023 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ის 2021 წლის 1 ივლისიდან "ჟიფის" სტატუსს მიიღებს და ლეგიონერად აღარ ჩაითვლება.
მარტინს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან შინ წაგებულ (10:23) მატჩში ჰქონდა, მან ითამაშა ბელგიასთან გასვლაზე მოგებულ (30:23) შეხვედრაშიც. გარდა ამისა, ის ესპანეთის 7-კაცა ნაკრებშიც ასპარეზობს და 2017/2018 წლების სეზონიდან მოყოლებული 21 მატჩი ჩაატარა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.