ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი

ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი

ერთ-ერთმა ცნობილმა სარაგბო გამოცემამ 2020 წლის ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეებისგან საუკეთესო თხუთმეტეული შეადგინა. 

სიმბოლურში არ არიან "სარასენსის" მორაგბეები, რომელთაგან რამდენიმე აუცილებლად მოხვდებოდა ამ გუნდში, მაგრამ მიმდინარე სეზონში ლონდონელები სახელფასო ჭერის დარღვევის გამო ჩემპიონშიპში არიან დაქვეითებულნი, თხუთმეტეულში კი მხოლოდ პრემიერშიპის გუნდებიდან არიან წარდგენილნი.

ეს 15 მორაგბე ჯამში სეზონურად 7.35 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს, რაც ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის სასაცილო და ძალზე მიზერული თანხაა. 

ზემოხსენებული "მდიდრების" გუნდი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. სტიუარტ ჰოგი ("ექსეტერ ჩიფსი") - 550 000 გირვანქა სტერლინგი 
14. ჯონი მეი ("გლოსტერი") - 400 000 გირვანქა სტერლინგი
13. სემი რადრადრა ("ბრისტოლი") - 750 000 გირვანქა სტერლინგი
12. ჩარლზ პიუტაუ ("ბრისტოლი") - 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი
11. ჯო კოკანასიგა ("ბასი") - 350 000 გირვანქა სტერლინგი
10. დენ ბიგარი ("ნორსჰემპტონი") - 600 000 გირვანქა სტერლინგი
9. ფაფ დე კლერკი ("სეილ შარქსი") - 500 000 გირვანქა სტერლინგი

შერკინება

1. ელის გენჯი ("ლესტერ ტაიგერსი") - 350 000 გირვანქა სტერლინგი
2. ლუკ ქოუან-დიქი ("ექსეტერ ჩიფსი") - 230 000 გირვანქა სტერლინგი
3. კაილ სინქლერი ("ბრისტოლი") - 350 000 გირვანქა სტერლინგი
4. ჯო ლონჩბრი ("უოსპსი") - 420 000 გირვანქა სტერლინგი
5. ჯონი გრეი ("ექსეტერ ჩიფსი") - 400 000 გირვანქა სტერლინგი
6. სტივ ლუალუა ("ბრისტოლი") - 550 000 გირვანქა სტერლინგი
7. შონ ო'ბრაიანი ("ლონდონ აირიში") - 400 000 გირვანქა სტერლინგი
8. ტაულუპე ფალეტაუ ("ბასი") - 475 000 გირვანქა სტერლინგი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)