დღეს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ექვსი ქართველი მორაგბე ითამაშებს

დღეს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ექვსი ქართველი მორაგბე ითამაშებს

დღეს რუსეთის ნაკრები სოჭში რუსეთის ჩემპიონატის სხვადასხვა კლუბებისგან გაერთიანებულ გუნდს ეთამაშება.

საინტერესოა, რომ კლუბებისგან შემდგარ გუნდში 6 ქართველი მორაგბე იასპარეზებს. აქედან ხუთი მორაგბე პენზას "ლოკომოტივის" წევრია, ხოლო ამირან ჩიტეიშვილი ტაგანროგის "ბულავას" წევრია. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან "ბორჯღალოსანი" კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე, ხოლო ღერძი რევაზ ბროძელი და მეორეხაზელი ამირან ჩიტეიშვილი თადარიგში არიან და შეცვლაზე შევლენ.

შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. შეხვედრის ლაივ სთრიმი რუსეთის რაგბის კავშირის იუთუბ გვერდზე დაიდება.

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა

კლუბების გუნდის შემადგენლობა

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)