ჩემპიონთა თასი: უოსპსმა მონპელიე ბონუსით დაამარცხა (+VIDEO)

ჩემპიონთა თასი: უოსპსმა მონპელიე ბონუსით დაამარცხა (+VIDEO)

ჩემპიონთა თასის მეორე ტურში "უოსპსმა" "რიკო არენაზე" "მონპელიე" მიიღო და ბონუსით 33:14 დაამარცხა.

სტუმართათვის შეხვედრა ცუდად დაიწყო - მე-6 წუთზე სამხრეთაფრიკელმა ფულბექმა ჰენრი იმელმენმა ვილ პორტერის წინააღმდეგ ძალიან უხეში ბოჭვა შეასრულა, რისთვისაც წითელი ბარათი დაიმსახურა და "მონპელიემ" 74 წუთის განმავლობაში 14 კაცით ითამაშა.

ამის შემდეგ, "ბზიკებმა" უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე ჯერ ალფი ბარბერმა, შემდეგ კი ჯეიმს გასკელმა დაალელოვა. ფრანგებმა ერთი ლელოს დადება მასპინძელთა შეცდომით მოახერხეს, რომელთაც შეტევის დროს წინ გადაუვარდათ ბურთი, ის კი ალექს ლოზოვსკიმ ჩაიგდო ხელში, ნახევარი მოედანი გაირბინა და ბურთი ლელოში დაამიწა, ბენუა პაიოგიმ კი გარდასახვა გაიტანა და ტაიმი 12:7 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრები დაწინაურდნენ: "მონპელიემ" მასპინძელთა მხრიდან რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე ჩაითრია მათი ძალისმიერი შეტევის მოსაგერიებლად, შემდეგ კი ხაზზე გაიტანა ბურთი, საპირისპირო ფრთაზე მეტობა შექმნა და ივან რეილაკმა ლელო იოლად დადო, გარდასახვა პაიოგიმ გაიტანა და ფრანგები ამ მატჩში პირველად და უკანასკნელად დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, უპირატესობა კვლავ "უოსპსის" ხელში გადავიდა და დარჩენილ დროში ინგლისელებმა სამი უპასუხო ლელო დადება მოახერხეს. ბარბერმა დუბლი გაიფორმა, ოდოგვუმ და ატკინსონმა კი თავი თითო ლელოთი გამოიჩინეს. 

"მონპელიეს" რიგებში 54-ე წუთზე გამოჩნდნენ ქართველი ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩში გაუჭირდათ და ამ 25 წუთის განმავლობაში შერკინებაში უპირატესობა "უოსპსს" ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩილაჩავამ "მონპელიეს" რიგებში თებერვლის შემდგომ პირველი შეხვედრა ჩაატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)