სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც იცით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლო დღეებში ჩემპიონთა თასის მეორე ტურის სამი შეხვედრა გაუქმდა, ერთი კი სულ ცოტახნის წინ გადაიდო.
უცნობი იყო, თუ რა შედეგებს მიაკუთვნებდნენ ტურნირის ორგანიზატორები გადადებულ მატჩებში მონაწილე გუნდებს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იმ გუნდებს, რომელთა მიზეზითაც აღნიშნული შეხვედრები ჩაიშალა, 0:28 ბონუს ქულიანი წაგება ჩაეთვალათ.
შედეგად, მოქმედ ჩემპიონ "ექსეტერ ჩიფსს", ინგლისურ "ბათს" და შოტლანდიურ "გლაზგოს" თავიანთ მეტოქეებთან 0:28 მარცხი ჩაეთვალათ, "ტულუზს", "ლაროშელს" და "ლიონს" კი გათამაშების ცხრილში 5-5 ქულები ჩაეწერათ. რაც შეეხება "სკარლეტსის" და "ტულონის" შეხვედრას მატჩი გაუქმებულად ჯერ არ ითვლება და მისი ჩატარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, შესაბამისად საბოლოო ვერდიქტი ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუტანიათ.
არსებული ვითარებით ყველაზე მეტად "ექსეტერ ჩიფსმა" იზარალა, ინგლისური კლუბი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და "გლაზგოსთან" 42:0 გამარჯვების შემდეგ ფლეიოფში თამაშის კარგ შანსს ინარჩუნებდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი მათ საქმე ძალიან გაურთულდათ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.