საღინაძე და ჯავახია ორიაკს დაუბრუნდნენ, მჭედლიძე ზედიზედ მეორედ ძირითადშია - ქართული ამბები პრო დ2-დან

საღინაძე და ჯავახია ორიაკს დაუბრუნდნენ, მჭედლიძე ზედიზედ მეორედ ძირითადშია - ქართული ამბები პრო დ2-დან

© Icon Sport

პარასკევს პრო დ2-ის მეთოთხმეტე ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც 13 ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. 

"ნევერი" საკუთარ კედლებში "რუანს" დაუხვდება. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება მარჯვენა ბურჯი გურაბ პაპიძე, რომელმაც გასულ ტურში ლელო დადო, ხოლო ნორმანდიელთა სასტარტო თხუთმეტეულშია შუამარბი თამაზ მჭედლიძე.

"ვანი" "ანგულემს" უმასპინძლებს. სტუმართა თადარიგშია მარჯვენა ბურჯი ზაურ თევდორაშვილი.

"მონ-დე-მარსანი" თავის მოედანზე "პროვანს რაგბის" მიიღებს. პროვანსელთა მარქაფაშია მარჯვენა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი.

ქართველების "ორიაკი" "სტად ჟან-ალრიკზე" "ვალანს რომანს" დაუხვდება. ორიაკელებს დაუბრუნდნენ საქართველოს ნაკრების მორაგბეები მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. მათ გარდა, სასტარტოში ვიხილავთ კვაჭ ლუკა ნიორაძეს და მარჯვენა ბურჯ ჯემალ შათირიშვილს. ვალანსელთა შორის კი შეცვლაზე მარჯვენა ბურჯი გიორგი კაკაურიძე შემოვა.

ეს მატჩები თბილისის 22 საათზე დაიწყება, რომელთა დასრულების შემდეგ 23:45 საათზე ტურის დასკვნითი შეხვედრა აიღებს სტარტს, რომელშიც "პერპინიანი" "სტად ემ ჟირალზე" "ოიონას" დაუხვდება. კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაშია გასულ ტურში ლელოს დამდები მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომელსაც ვახტანგ ჯინჭარაძე შეცვლის. სტუმართა სასტარტოშია მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა, ხოლო მარცხენა ბურჯი ბექა კაკაბაძე მარქაფაში გახლავთ. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)