სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისურ "გლოსტერში" გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ.
"შემოდგომის ერთა თასის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ჩემმა აგენტმა "გლოსტერთან" დამაკავშირა, რამაც ძალიან გამახარა და 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გუნდია ჩემი განვითარებისთვის. დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შობამდე შევუერთდები.
ჩემთვის ძალიან საამაყოა ასეთი ისტორიის მქონე გუნდში თამაში. კარგად ვიცნობ მის წარსულს და გახარებული ვარ, რომ მეძლევა შანსი, გავხდე "გლოსტერის" წევრი. ამავდროულად, ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში დავთმეთ, შემოდგომის ერთა თასი მაინც ნაყოფიერი იყო. ნაკრებმა, როგორც გუნდმა, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში, რათა კიდევ უფრო გავიზარდოთ და წინ წავიდეთ. პირადად მე, ამ თამაშებმა დამანახა, თუ რაზე მაქვს მეტი სამუშაო. - განაცხადა კვესელაძემ.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.