სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე კარიერას "გლოსტერში" განაგრძობს და ის იქნება პირველი ქართველი უკანახაზელი, რომელიც პრემიერშიპში ითამაშებს. 23 წლის "ბორჯღალოსანმა" ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვესელაძის ტრანსფერით ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ "გლოსტერის" გულშემატკივრები და სოციალურ ქსელში მისდამი საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. როგორც ჩანს, მათ ძალიან მოეწონათ გიორგის თამაში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. გთავაზობთ ინგლისელი გულშემატკივრების კომენტარებს.
Matt Rodgers: "მან ირლანდიას ბრწყინვალე ლელო გაუტანა. ის არის ძალიან კარგი ბურთის წამღები."
Adam Stevens: "ბრწყინვალე შენაძენია, კეთილი იყოს შენი მობრძანება "გლოსტერში".
George Barrett-Hague: "მისი დამატება იქნება დიდი წნეხი სხვა შუამარბებისთვის."
Jerry Gibbons: "მესიამოვნა ეს პოზიტიური სიახლე."
Iain MacDonald: "მაგარი შენაძენია."
Toby Pogson: "ის ბოლო სანაკრებო თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა."
Tim Evans: "საოცარი ტრანსფერია."
Nigel Gilland: "ეს ბიჭი ძალიან კარგი მოთამაშეა. ყოჩაღ "გლოსტერს" ამ ტრანსფერისთვის."
John Campbell: "კეთილი იყოს შენი მობრძანება "გლოსტერში". ეს არის ძალიან კარგი ტრანსფერი."
Barry Jessop: "შესანიშნავი შენაძენია. წარმატებებს გისურვებ გიორგი."
Andrew Arkell: "შემადგენლობის განახლება გრძელდება კიდევ ერთი ხარისხიანი მოთამაშის დამატებით. კეთილი იყოს "კინგსჰოლმზე" შენი მობრძანება გიორგი."
Royston Black: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, შენისანიშნავი ტრანსფერია. რა თქმა უნდა ჩვენ ახალი ქართველი გულშემატკივრები გვეყოლებიან, რომლებიც დააფასებენ ჩვენი კლუბის ფერებს."
Andrew Bidmead: "მშვენიერი სიახლეა. წარმატებებს გისურვებ გიორგი."
Kev Roseblade: "მას ჰქონდა ბრწყინვალე მატჩი ირლანდიის წინააღმდეგ და ძალიან მაგრად ითამაშა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. შესანიშნავი შენაძენია!"
Bob Gardiner: "მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა - ამას წერდა ბრაიან ო'დრისკოლი კვესელაძეზე. ასე რომ, ბრწყინვალე ტრანსფერი ჩანს."
Andy Vincent Parker: "კიდევ ერთი ბრწყინვალე შენაძენი. კეთილი იყოს შენი მობრძანება "კინგსჰოლმზე".
Anthony Lynn: "გამარჯობა(ქართულ ენაზე დაწერა)"
შეგახსენებთ, რომ კვესელაძემ შემოდგომის ერთა თასზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ირლანდიას ბრწყინვალე ლელო დაუდო, რომელიც ჯერ მესამე ტურის, შემდეგ კი მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. გარდა ამისა, გიორგი მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა და საუკეთესო მორაგბე გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.