ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე გლოსტერში ითამაშებს

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე გლოსტერში ითამაშებს

აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისურ "გლოსტერში" გააგრძელებდა. დღეს კი აღნიშნული ტრანსფერი თავად კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 

23 წლის კვესელაძემ "გლოსტერთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის გახდა პირველი ქართველი უკანახაზელი, რომელიც ინგლისის პრემიერშიპში ითამაშებს. 

"გიორგის პროგრესს მუდმივად ყურადღებით ვადევნებდით თვალს, შემოდგომის ერთა თასზე მისით განსაკუთრებით მოვიხიბლეთ. მოველით, რომ ის პრემიერშიპში კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენი გუნდის ცენტრს გააძლიერებს. 

გიორგი გუდნს ახლავე შეუერთდება და ვეცდებით რაც შეიძლება მალე გაიაროს ინტეგრაცია" - განაცხადა გლოსტერის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ალექს ბრაუნმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)