ბოდენ ბარეტი მილტონ ჰეიგის კლუბს იაპონიაში ოფიციალურად შეუერთდა

ბოდენ ბარეტი მილტონ ჰეიგის კლუბს იაპონიაში ოფიციალურად შეუერთდა

ახალზელანდიელი ვარსკვლავი ბოდენ ბარეტი მილტონ ჰეიგის იაპონურ კლუბ "სანტორი სანგოლიათს" ოფიციალურად შეუერთდა. 

როგორც იცით, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან გაფორმებული 4 წლიანი კონტრაქტი ბარეტს შესაძლებლობას აძლევს იაპონურ კლუბში ითამაშოს და 29 წლის მორაგბე 2021 წლის ტოპ ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. 

10 წლიანი პრიფესიონალური კარიერის განმავლობაში, ორგზის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ახალი ზელანდიის გარეთ პირველად ითამაშებს. აქამდე მას  "ბლუზში", "ჰარიქეინსსა" და "ტარანაკიში" უთამაშია. 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "სანტორი სანგოლიათი" ტოპ ლიგის ხუთგზის ჩემპიონია და იაპონიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს წარმოადგენს, რომელსაც ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მილტონ ჰეიგი წვრთნის. მის გუნდში ამჟამად ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ირიცხებიან, როგორებიც არიან სამუ კერევი, შონ მაკმაჰონი, ჰენდრიკ ტუი და ახლა უკვე ბოდენ ბარეტიც.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)