მატიო ბასტარო, რომელიც შუამარბიდან ბრწყინვალე რვა ნომრად გარდაიქმნა (+VIDEO)

მატიო ბასტარო, რომელიც შუამარბიდან ბრწყინვალე რვა ნომრად გარდაიქმნა (+VIDEO)

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე მატიო ბასტარო, რომელიც მთელი კარიერა შუამარბი გახლდათ, ნელ-ნელა გარდაიქმდა და ჩამოყალიბდა ძალიან მაღალი დონის რვა ნომრად.

2019 წლის ზაფხულში ბასტარომ "ტულონი" დატოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასს მიღმა დარჩა, სანაკრებო კარიერა დაასრულა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, სადაც "ნიუ იორკ სიტიში" ჩაირიცხა. როგორც იცით, ამერიკის რაგბი მეიჯორ ლიგა თებერვალში იწყება ხოლმე, მატიოს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა და ის ამერიკული სეზონის დაწყებამდე "ლიონს" შეუერთდა, სადაც გულშემატკივრებმა ახალ ამპლუაში იხილეს - რვა ნომრად, რომელსაც კარგად მოერგო და 7 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა.

თებერვალში ბასტარომ ამერიკას მიაშურა, სადაც პანდემიის გამო მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 ლელო დადო. ამ მატჩებში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა შუამარბის პოზიციაზე, ხოლო დანარჩენ ოთხ შემთხვევაში რვა ნომრად ითამაშა და დაკისრებული მოვალეობები ძალიან კარგად შეასრულა. 

პანდემიის დაწყების შემდეგ ბასტარო სამშობლოში დაბრუნდა და "ლიონთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასტარომ შუამარბიდან რვა ნომრად გარდაქმნის პროცესი საბოლოოდ დაასრულა და მივიღეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ძლიერი შუამარბი, რომელიც ფიზიკურად უძლიერესია, 120 კილოგრამს იწონის და თავისი წონის კვალობაზე საკმაოდ სწრაფიცაა. "ტულონის" ყოფილმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა, ყველა შემთხვევაში რვა ნომრად ითამაშა და 2 ლელოც გაიტანა. 

კვირას "ლიონმა" ჩემპიონთა თასის პირველ ტურში "სტად ჟერლანზე" "გლოსტერი" მიიღო და დიდი სხვაობით 55:10 დაამარცხა. ამ მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა ფრანგული კლუბის რვა ნომერმა მატიო ბასტარომ, რომლის თამაშითაც აღფრთოვანდა, როგორც სარაგბო მედია, ასევე გულშემატკივრები და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ლელოს დადების გარდა, ბასტარომ 12-ჯერ წაიღო ბურთი, 54 მეტრი მოიგო, 6 პასი და 1 ოფლოუდი გაახერხა, 7 ზუსტი ბოჭვა და 1 ღლეტვა შეასრულა.

იხილეთ მატიო ბასტაროს ბრწყინვალე მომენტები "გლოსტერის" წინააღმდეგ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"