სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Ruck.Co.Uk-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეებისგან საუკეთესო თხუთმეტეული შეადგინა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეების სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი შვიდი მორაგბე ინგლისის პრემიერშიპიდან ფიგურირებს, ხუთი მოთამაშე ტოპ 14-ში ასპარეზობს, ორი იაპონურ ტოპ ლიგაში განაგრძობს კარიერას, ხოლო ერთი გინეს პრო 14-ში ირჯება.
ამ მორაგბეების ჯამური ხელფასი 10 მილიონზე ოდნავ მეტია და თუ შევადარებთ სხვა რომელიმე სპორტის სახეობას, მაგალითად კალათბურთს ან ფეხბურთს, აშკარაა, რომ რაგბიში ვარსკვლავებს გაცილებით მცირე ანაზღაურება აქვთ.
ზემოხსენებული "მდიდრების" გუნდი ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ბოდენ ბარეტი ("სანტორი სანგოლიასი", იაპონიის ტოპ ლიგა) - 780 000 გირვანქა სტერლინგი
14. სტიუარტ ჰოგი ("ექსეტერ ჩიფსი", ინგლისის პრემიერშიპი) - 550 000 გირვანქა სტერლინგი
13. სემი რადრადრა ("ბრისტოლი", ინგლისის პრემიერშიპი) - 750 000 გირვანქა სტერლინგი
12 ოუენ ფარელი ("სარასენსი", ინგლისის პრემიერშიპი) - 750 000 გირვანქა სტერლინგი
11. ჩარლზ პიუტაუ ("ბრისტოლი", ინგლისის პრემიერშიპი) - 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი
10. ანდრე პოლარდი ("მონპელიე", საფრანგეთის ტოპ 14) - 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი
9. მორგან პარა ("კლერმონი", საფრანგეთის ტოპ 14) - 560 000 გირვანქა სტერლინგი
შერკინება
1. მაკო ვუნიპოლა ("სარასენსი", ინგლისის პრემიერშიპი) - 450 000 გირვანქა სტერლინგი
2. გიიომ გირადო ("მონპელიე", საფრანგეთის ტოპ 14) - 500 000 გირვანქა სტერლინგი
3. ტად ფარლონგი ("ლენსტერი", გინეს პრო 14) - 480 000 გირვანქა სტერლინგი
4. ებენ ეთზებეთი ("ტულონი", საფრანგეთის ტოპ 14) - 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი
5. მარო იტოჯე ("სარასენსი", ინგლისის პრემიერშიპი) - 800 000 გირვანქა სტერლინგი
6. სტივ ლუალუა ("ბრისტოლი", ინგლისის პრემიერშიპი) - 650 000 გირვანქა სტერლინგი
7. მაიკლ ჰუპერი ("ტოიოტა ვერბლიცი", იაპონიის ტოპ ლიგა) - 750 000 გირვანქა სტერლინგი
8. სერჯო პარისე ("ტულონი", საფრანგეთის ტოპ 14) - 500 000 გირვანქა სტერლინგი
მწვრთნელი: პეტ ლემი ("ბრისტოლი", ინგლისის პრემიერშიპი) - 800 000 გირვანქა სტერლინგი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.