სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილი რუსულენოვანი პორტალი Rugger.Info წერს, რომ 2021 წლიდან მესამე საკლუბო ევროტურნირი აღდგება.
როგორც იცით, 2020/2021 წლების სეზონში მეორე და მესამე დონის ქვეყნები ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, რაც ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) პანდემიით გამოწვეული სირთულეებით ახსნა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებულ კონტინენტის ფარს (ფორმატი ჯერჯერობით უცნობია) 2021 წლის ოქტომბრიდან ვიხილავთ და გამარჯვებული ჩელენჯ თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. როგორც ცნობილია, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ რუსული, ესპანური, გერმანული და დიდი ალბათობით, რუმინული კლუბები. გათამაშებაში მონაწილეობაზე მზადყოფნას გამოთქვამს სამხრეთაფრიკული "ჩიტასი", რასაც მათი განცხადებაც მოწმობს: "ჩიტასმა" შეიტანა განაცხადი ევროპის ახალ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გვხიბლავს ამ ტურნირზე თამაშის პერსპექტივა და ვიმედოვნებთ, რომ მიგვიღებენ. შეჯიბრების დეტალებს ევროტურნირების ორგანიზატორები დაამტკიცებენ."
ნახსენები არ არიან ქართული კლუბები და როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას განახლებულ კონტინენტის ფარზე 2021/2022 წლების სეზონში.
ასევე შეგახსენებთ, რომ ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის, კონტინენტური ლიგის ჩატარება 2020 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეუძლებელი გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.