სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც კენჭისყრა შეაფასა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრები უდიდესი ალბათობით C ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები წინა მსოფლიო თასის მსგავსად ისევ უელსი, ავსტრალია და ფიჯი იქნებიან, მეოთხე მოწინააღმდეგე კი კვალიფიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
"განთესვიდან გამომდინარე, იოლ ჯგუფს არც ველოდით. ლოგიკურად გ ჯგუფში უნდა მოვხდეთ და ფაქტობრივად იგივე გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ვისაც იაპონიაში ვეთამაშეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჯგუფი უკეთესი იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივლენ გუნდები მსოფლიო თასამდე. უელსი და ავსტრალია ფაქტობრივად ახალ გუნდს აშენებს, არავინ იცის როგორი იქნება ფიჯი 2023 წლისთვის.
ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან ძნელია. არ ვიცით რა იქნება მომავალში, ჩავატარებთ უკეთეს თამაშებს თუ ტიერ 1-ის გუნდებთან წლის განმავლობაში კვლავ ერთი-ორი თამაში გვექნება. როგორ წარიმართება ფრანჩაიზთან დაკავშირებული სიტუაცია" - განაცხადა მაისაშვილმა.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.