სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
პარასკევს 2020/2021 წლების სეზონის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. პირველ ტურში მონაწილეობა შვიდმა ქართველმა მორაგბემ მიიღო.
"სტად ფრანსე" შინ "ბენეტონს" დაუხვდა და მოულოდნელად დიდი სხვაობით 20:44 დამარცხდა. იტალიელებმა შვიდი ლელოს დადება მოახერხეს და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუსი 23-ე წუთზევე დაიბევეს. პარიზელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც 63 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში ბურთი 4-ჯერ მიიღო, 1 პასი გააკეთა და 7 ზუსტი ბოჭვა შეასრულა. მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე მინდორზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. მან სამჯერ შეუტია, 1 მეტრი მოიგო და 4 ბოჭვა გააკეთა.
"ლესტერ ტაიგერსი" "ველფორდ როუდზე" "ბრივს" დაუხვდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელიც ჩელენჯ თასზე მესამე სეზონია მსაჯობს და ამ ტურნირზე უკვე მეშვიდე შეხვედრას გაუძღვა. ბრიველთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 45-ე წუთზე მინდორზე დაბრუნდა და კიდევ 20 წუთი ითამაშა. მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე 41-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, რომელსაც ალხაზაშვილის მსგავსად, ჩელენჯ თასზე დებიუტი ჰქონდა. ალხაზაშვილმა ბურთი 4-ჯერ მიიღო, 18 მეტრი გაიარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, 2 პასი გააკეთა და 6 ზუსტი ბოჭვა შეასრულა, სამი კი გაუცუდდა. ჯაფარიძემ ბურთი 3-ჯერ მიიღო, 5 ზუსტი ბოჭვა შეასრულა და 1 გაუცუდდა, ხოლო ირაკლი ცხადაძემ 5 ზუსტი ბოჭვა ჩაიწერა აქტივში.
"ძებრემ" პარმაში "ბაიონს" უმასპინძლა და ფრედ 25:25 ეთამაშა. ბასკური კლუბის რიგებში 80 წუთი ითამაშა "ბორჯღალოსანმა" მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ, რომელმაც 5-ჯერ შეუტია, 5 მეტრი მოიგო, 3 ზუსტი ბოჭვა შეასრულა და თითო ოფლოუდი და პასი გაახერხა.
"პომ" შინ "ვუსტერ უორიორსი" 24:20 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი 61-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, რომელმაც ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ მიიღო ბურთი. 23 წლის პირველხაზელმა მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა, მან ერთხელ ტოპ 14-ში ითამაშა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.