ორიაკის მწვრთნელი: "გიორგი ქართველიშვილს მსაჯისთვის არ შეუფურთხებია" (+VIDEO)

ორიაკის მწვრთნელი: "გიორგი ქართველიშვილს მსაჯისთვის არ შეუფურთხებია" (+VIDEO)

პრო დ2-ის მეცამეტე ტურში "ანგულემი" "სტად შანზიზე" "ორიაკს" დაუხვდა და 22:13 დაამარცხა.

შეხვედრის 31-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ტიერი მალემ შერკინებაში "ორიაკი" დააჯარიმა, რაზეც ქართველი მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი გაბრაზდა და გადაიფურთხა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კი ჩათვალა, რომ ეს ქმედება მისი მიმართულებით იყო განკუთნილი და ქართველ პირველხაზელს წითელი ბარათი აუფრიალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს შეეხო "ორიაკის" მთავარი მწვრთნელი რომეო გონტინეაკი, რომელმაც ქართველი ბურჯი დაიცვა და აღნიშნა, რომ ქართველიშვილს მსაჯის მიმართულებით არ გადაუფურთხებია.

"გიორგიმ ამიხსნა, რომ მას არც კი უფიქრია მსაჯისთვის შეფურთება და ეს მისი მისამართით არ იყო განკუთვნილი. ის უბრალოდ გაღიზიანდა საკუთარ თავზე და მოწინააღმდეგე მარცხენა ბურჯზე. საბოლოო ჯამში, ის საკუთარ თავს ადანაშაულებს", - განაცხადა რუმინელმა მწვრთნელმა.

შეხვედრის დასრულებისთანავე, "ორიაკის" მწვრთნელი და ქართველიშვილი შეეცადნენ თავაზიანად აეხსნათ მსაჯისთვის, რაც მოხდა რეალურად. 

"მსაჯმა გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მისი და გიორგის მზერა ერთმანეთში გადაიკვეთა. ჩვენ მას ვუთხარით ჩვენი შეხედულების შესახებ და  ის ძალიან ყურადღებიანი იყო. ვიმედოვნებ, მსაჯი მიხვდება, რომ ეს საქციელი მისი მიმართულებით არ იყო განკუთვნილი", - განაცხადა "ორიაკის" დამრიგებელმა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ქართველიშვილმა წითელი ბარათი მიიღო, მას აუცილებლად დაიბარებენ სადისციპლინო კომიტეტში, რათა გაიგოს მისი საბოლოო სასჯელი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)