სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პარასკევს 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასმა აიღო სტარტი. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა მორაგბემ მიიღო.
ტურნირის გახსნით მატჩში "ნორსჰემპტონი" საკუთარ მოედანზე "ბორდოს" დაუხვდა და 12:16 დამარცხდა. ჟირონდელებმა გამარჯვების მომტანი ლელო 73-ე წუთზე დადეს, მატიო ჟალიბერმა ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა, რომელიც ლელოსთან ახლოს დაეცა, მასთან უმალ სანტიაგო კორდერო დარჩა და გამარჯვების ლელო გაიტანა. სტუმართა რიგებში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში 6-ჯერ შეუტია, 15 მეტრი მოიგო და 1 ბოჭვა შეასრულა.
"ტულონი" "სტად მაიოლზე" "სეილ შარქსს" დაუხვდა და 26:14 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა 20 წლის მარჯვენა ბურჯი ლუკა ჭელიძე, რომელსაც ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა. მან ამ დროის განმავლობაში 3 ბოჭვის შესრულება მოასწრო.
"უოსპსმა" გასვლაზე "დრაგონსი" ბონუსით 24:8 დაამარცხა. "ბზიკების" რიგებში ამ მატჩში თებერვლის შემდგომ პირველი შეხვედრა ჩაატარა მარცხენა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა და ამ დროში ბურთით ერთხელ შეუტია, 10 მეტრი მოიგო, ერთი თერნოვერი და 1 პასი გააკეთა.
"რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" "კონახტი" 26:22 დაამარცხა და 4 ლელოს დადებისთვის ბონუსი აიღო. პარიზელთა რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი. მან 30 წუთის განმავლობაში ბურთი 3-ჯერ მიიღო და 7 ბოჭვა შეასრულა.
ჩემპიონთა თასის პირველი ტურის სხვა მატჩების შესახებ ცალკე გაგაცნობთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.