აკადემიამ ერთი ლელო დადო, ლოკომოტივმა - სამი, მაგრამ გამარჯვება მაინც მხატვრებს დარჩათ

აკადემიამ ერთი ლელო დადო, ლოკომოტივმა - სამი, მაგრამ გამარჯვება მაინც მხატვრებს დარჩათ

© გოგიტა ბუხაიძე

დღეს დიდი 10-ის მეხუთე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. "ა" ჯგუფში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა და 25:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ერთი ლელო დადეს, სტუმრებმა კი სამი, მაგრამ გამარჯვება მაინც "აკადემიას" დარჩა, რადგან დავით მოძღვრიშვილმა ექვსი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო "რკინიგზელებს" ჯარიმა არ გაუტანია.

შეხვედრის დებიუტში მასპინძელთა უხეში შეცდომით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ვეტერანმა ფრთამ გიორგი შკიკინმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა, ტაიმის ბოლომდე ირაკლი ქვათაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა, ხოლო მასპინძელთაგან დავით მოძღვრიშვილმა სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 9:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი "აკადემიის" უპირატესობით წარიმართა. მოძღვრიშვილმა ჯარიმით მალევე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 58-ე წუთზე მიხეილ ახობაძის ბრწყინვალე გარღვევა იოანე ხელაიამ დაასრულდა ლელოთი, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა, 71-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე ნიკა წივწივაძემ მესამედ დაალელოვა მეტოქე, წიკლარმა კი გარდასახვა გაიტანა და "რკინიგზელები" თამაშში კვლავ დაბრუნდნენ, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს, ხოლო გაწითლებულ დროში მოძღვრიშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და "მხატვრებმა" საჭირო გამარჯვება გაიფორმეს. "ლოკომოტივს" კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ერთი ქულა ერგო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)