სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ავსტრალიის ნაკრების და "რედსის" ვარსკვლავმა ჯეიმს ო'კონორმა, შესაძლოა, სამშობლო კიდევ ერთხელ დატოვოს და კარიერა ამჯერად მახლობელ ახალ ზელანდიაში განაგრძოს - წერს ცნობილი გამოცემა NZ Herald-ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის უნივერსალი უკანახაზელი ახლოსაა 2021 წლის სუპერ რაგბი აოტეაროაში თამაშთან. არსებული ცნობის თანახმად, ო'კონორის დამატება "ჩიფსს" სურს და ავსტრალიელ მორაგბესაც უნდა ახალ ზელანდიაში თამაში.
ო'კონორი, რომელსაც ავსტრალიური გუნდების გარდა, ინგლისში და საფრანგეთში უთამაშია, მოხიბლულია სუპერ რაგბი აოტეაროათი და სურს ითამაშოს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან შიდა ჩემპიონატში და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ო'კონორს "ვოლაბების" კვართით 55-ჯერ უთამაშია და 14 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.