აიამ ბათუმი დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა

აიამ ბათუმი დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა

დღეს დიდი 10-ის მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრაში ქუთაისის "აიამ" საკუთარ მოედანზე "ბათუმს" უმასპინძლა და 27:19 დაამარცხა.

მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა და ქუთაისელებმა მატჩის სადავეები თავიდანვე იგდეს ხელთ, პირველ 15 წუთში საჯარიმო ლელოს და ლაშა ლომიძის ლელოს წყალობით, მასპინძლები 14:0 დაწინაურდნენ, რასაც კიდევ ორი ჯარიმა მიაყოლეს, ბათუმელებმა კი ამ ყველაფერს საბა შუბითიძის ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 20:7 დასრულდა. 

მეორე ტაიმში "ბათუმი" თამაშის გადარჩენას შეეცადა, 47-ე წუთზე სანდრო თოდუამ ლელოთი ანგარიში 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა უმალვე მიხეილ ბაბუნაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე გიორგი მენაბდის ლელოთი დაფიქსირდა. 

ამ გამარჯვების შემდეგ "აიას" 5 მატჩიდან 19 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან "არესს" 7 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ბათუმს", ზღვისპირელების კორონავირუსისგან გამოწვეული შეფერხების გამო 4 მატჩი აქვთ ჩატარებული და 6 ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. 

ფოტო: ლიდერბეთი დიდი 10

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)