საოცარი მატჩი ჩემპიონთა თასზე, 12 ლელო და 89 ქულა - კლერმონმა ინგლისში იმარჯვა (VIDEO)

საოცარი მატჩი ჩემპიონთა თასზე, 12 ლელო და 89 ქულა - კლერმონმა ინგლისში იმარჯვა (VIDEO)

2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის პირველ ტურში "ბრისტოლი" "ეშტონ გეით სთედიუმზე" "კლერმონს" დაუხვდა და საოცრად სანახაობრივ მატჩში 38:51 დამარცხდა.

გუნდებმა ჯამში 12 ლელოს და 89 ქულის გატანა შეძლეს. "დათვებმა" 5 ლელოს დადება მოახერხეს, ხოლო "ვულკანებმა" 7-ჯერ აიღეს მოწინააღმდეგის ლელო. შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში კოტარო მაცუშიმამ, აპისაი ნაქალევუმ და დამიამ პენომ სამჯერ დაალელოვეს მეტოქე, ამის შემდეგ ინგლისელებიც გამოცოცხლდნენ და მაქს მალინსმა და ბრაიან ბირნიმ ტაიმის ბოლომდე ორი ლელოს გაქვითვა მოახერხეს, თუმცა საპასუხოდ კოტარო მაცუშიმამ დუბლი გაიფორმა, კამილ ლოპესმა კი ტაიმის ბოლოს ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 14:29 დასრულდა. ფრანგებმა ბონუსი 26-ე წუთზევე გაინაღდეს.

მეორე ნახევრის საწყისი 10 წუთი მასპინძელთათვის იმედიანი გახლდათ, ჰარი რენდელის გარდასახულმა ლელომ და კალუმ შიდის ჯარიმამ სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა (44-ე წუთზე კამილ ლოპესმა ჯარიმა გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა) და თითქოს თამაშში დაბრუნდნენ კიდევ, მაგრამ "ვულკანებმა" მალევე იფეთქეს და 16-წუთიან მონაკვეთში მეტოქის ლელო სამჯერ აიღეს. იაპონიის ნაკრების უკანახაზელმა მაცუშიმამ მესამე ლელო დადო, დამიან პენომ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო კი ფრიც ლის ანგარიშზეა. "ბრისტოლმა" ანგარიშის შემცირება მატჩის დასკვნით 10 წუთში შეძლო - იოან ლოიდმა და სიალე პიუატუმ თითო ლელო დადეს, მალინსმა კი ორივე გარდასახვა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)