სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე დღის წინ, ქართული სარაგბო მედიისგან შემოგთავაზეთ ვრცელი შეფასებები, რომელიც შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხებოდა.
აღნიშნულ შეფასებებში მონაწილეობა ჯამში 12 ქართველმა რაგბის ჟურნალისტმა და კომენტატორმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა "ბორჯღალოსნების" რიგებიდან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა და ნაკრების თამაში ათბალიანი სისტემით შეაფასა.
ათბალიანი სისტემიდან "ბორჯღალოსნების" საშუალო შეფასება 6.6 ქულა გამოვიდა. სარაგბო მედიისგან ყველაზე მაღალი შეფასება 8 ქულა გახლდათ, რომელიც ორ შემთხვევაში დაიწერა, ხოლო ყველაზე დაბალი ქულა 5 იყო, რომელიც ასევე ორჯერ დაფიქსირდა.
რაც შეეხება საუკეთესო "ბორჯღალოსანს" შემოდგომის ერთა თასზე - 12-დან 6 ხმა თორნიკე ჯალაღონიას ერგო და შესაბამისად, ქართული სარაგბო მედიის რჩეული გახდა. სამ-სამი ხმა ერგოთ ბექა გორგაძეს და ბექა საღინაძეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.