ლექსო ყაულაშვილის და ლაშა ტაბიძის 37 წლის კონკურენტი ბორდოსთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ლექსო ყაულაშვილის და ლაშა ტაბიძის 37 წლის კონკურენტი ბორდოსთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ფრანგულ ტოპ 14-ში მოთამაშე "ბორდოს" 37 წლის მარჯვენა ბურჯი ვადიმ კობილაში, რომელიც ლექსო ყაულაშვილის და ლაშა ტაბიძის კონკურენტია, კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით ახალგრძლივებს. 

მოლდოველ მორაგბეს ჟირონდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში უმთავრდება, თუმცა როგორც ირკვევა კლუბი მასთან განშორებას ჯერ არ აპირებს და კობილაშთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი კარიერასაც დაასრულებს. 

37 წლის მორაგბე პარასკევს, ჩემპიონთა თასზე "ნირთჰემპტონთან" სტუმრად გასამართ შეხვედრაში "ბორდოს" ძირითად შემადგენლობაშია და ეს ამ კლუბის მაისურით მისი მე-100 შეხვედრა იქნება. 

ფრანგული მედიის ინფორმაციით კლუბთან 2 წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას არგენტინელი უკანახაზელი სანტიაგო კორდეროც გეგმავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)