რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი ქართველი მოხვდა

რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი ქართველი მოხვდა

რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურმა გვერდმა რუსეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების სიმბოლური თხუთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი მორაგბე მოხვდა. 

აღნიშნული გუნდი ყველა კლუბის მთავარი მწვრთნელების აზრთა გათვალისწინებით და სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდა.

უნდა ითქვას, რომ სიმბოლურ ნაკრებში ოთხივე ქართველი მორაგბე შერკინების წარმომადგენელია. პირველ ნომერზე გამოარჩიეს მიხეილ რატიაშვილი, მესამე ხაზი კი სრულად ქართულია, მას ნიკო აფციაური, მიხეილ გაჩეჩილაძე და ნიკოლოზ სუხიშვილი წარმოადგენენ. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)